ახალი ამბები
კიკვიძე თუ კოსტავა-გამსახურდია - ვინ ლიდერობს ონლაინ გამოკითხვაში
FaceBook
ქუთაისის საკრებულო სოციალურ ქსელ, ფეისბუქში ონლაინ გამოკითხვას ატარებს, ჩანაცვლდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი გამსახურდია-კოსტავას ძეგლით.

ამ დროისათვის მოქალაქეების უმრავლესობა, 89%, ხმას ზვიად გამსახურდია-მერაბ კოსტავას სასარგებლოდ აძლევს. 11%-მა ხმა  ვასილ კიკვიძეს  მისცა. გამოკითხვა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა და ხუთ დღეში  დასრულდება. 



საკრებულომ ონლაინ გამოკითხვის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი განმარტებით,  მოქალაქეებმა,  კიკვიძის ძეგლის ადგილზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და "ეროვნული მოძრაობის" ლიდერის  მერაბ კოსტავას ძეგლების დადგმის მოთხოვნით თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს.  

მოქალაქეთა აზრის ამ ფორმით გაგებას სოციალურ ქსელში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

"არ გრცხვენიათ, ამ კითხვით რომ მიმართავთ ქართველებს? - "გვაინტერესებს თქვენი აზრი - რას ფიქრობთ უნდა მოხდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩანაცვლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლით?" ოკუპანტი სჯობია თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირიო რომ კითხულობთ".  "ან გამოკითხვა რად უნდა ამ საკითხს, რამდენი წლის წინ იყო ეგ ძეგლი ასაღები, საბჭოური სიმბოლიკა აკრძალულია და კიკვიძე ეროვნული გმირია თუ რატომ განიცდით ასე ძეგლის დემონტაჟს", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. 

კიკვიძის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით მერის სახელზე რეკომენდაცია მოამზადა  მრჩეველთა  საბჭომაც. საკითხს საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ მხარი დაუჭირა.   

რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ მსურველები,  რომლებიც ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟში 1000 ლარის გადახდას აპირებდნენ.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ
მიმართულებას აანონსებს.
12:53 / 23.08.2019
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
11:52 / 23.08.2019

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სპეც. მასწავლებლისა და საგნობრივი პედაგოგის პოზიციაზე, ქუთაისში 26 საჯარო სკოლის მიერ  93 ვაკანსიაა გამოცხადებული. 
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,  რომელიც ორ კვირაზე მეტი გაჩერებული იყო, დღეს ამუშავდა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
ქუთაისში 26  საჯარო სკოლის მიერ  59 ვაკანსიაა გამოცხადებული მასწავლებლის პოზიციაზე.  
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.