ახალი ამბები
10 წიგნი დაუვიწყარი ზაფხულისთვის
FaceBook

ზაფხული წელიწადის ის მშვენიერი სეზონია ,როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვიმოგზაუროთ წიგნებთან ერთად სხვადასხვა დროსა და სივრცეში.

ზაფხულის ცხელი დღეებისთვის გთავაზობთ:

ხალიდ ჰოსეინი- ფრანით მორბენალი

,,1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება.ავტორისთვის საბჭოთა კავშირის ჯარის შეჭრა ავღანეთში მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისთან ასოცირდება, მალევე ერთი უბედურება მეორეთი იცვლება და უფრო სასტიკი მტერი ჩნდება.


გაბრიელ გარსია მარკესი- მარტოობის 100 წელი

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად, რომ წაიყვანა’’ - ასე იწყება ნაწარმოების თხრობა. წიგნი მოგვითხრობს მოკონდოში მცხოვრებ ბუენდიების ისტორიას.   ყველა ბუენდიას ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ყოველთვის გაურკვევლობაში არიან, ეძებენ ამოუხსნელ და მიუწვდომელ რამეს. ბოლოს კი  მარტოობით ისჯებიან. ოჯახი ერთი შეხედვით მყარი და შეკრულია, მაგრამ ყველა თავს მარტო გრძნობს, ეძებს სულიერ მეგობარს, რომელსაც ვერ პოულობს.

 

ჯერომ სელენჯერი- თამაში ჭვავის ყანაში

“წარმოვიდგენდი ხოლმე, რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არცერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირზე ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმე ეგ არი – რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე – დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა ვიყო. ვაფრენ ხო იცი..”

რომანის მთავარი გმირი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდია, მას არავის მიმართ ნდობა არ აქვს, ფიქრობს, რომ უკვე გადაიჩეხა უფსკრულში და დროა სხვებს დაეხმაროს.

 

ერიხ მარია რემარკი- ნასესხები სიცოცხლე
"მათ (ადამიანებს) არაფერი ესმით ცხოვრების, -ისე ცხოვრობენ, თითქოს განზრახული ჰქონდეთ სამუდამოდ იცოცხლონ… ისე ცხოვრობენ, თითქოს სიკვდილი არც კი არსებობდეს. გმირებივით კი არ იქცევიან, არამედ-მევახშეებივით, სირაქლემებივით იმალებიან და ისეთ პოზებს იღებენ, იფიქრებთ უკვდავების საიდუმლოს ფლობენო“.
რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ლილიანი ტუბერკულოზითაა დაავადებული, რომელსაც არ სურს ცხოვრების უკანასკნელი დღეები საავადმყოფოში გაატაროს, ლილიანი გაიცნობს ავტომრბოლელ კლერფერს, ისინი ევროპაში მოგზაურობას გადაწყვეტენ.

ჩარლზ დიკენსი- ორი ქალაქის ამბავი

„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ -
ასე იწყება რომანი, რომელიც ორი ქალაქის - პარიზისა და ლონდონის ისტორიას მოგვითხრობს. წიგნში აღწერილია სიყვარულის, მეგობრობის, შურისძიების, უანგარო თავგანწირვის მაგალითები.

 

ოსკარ უალდი- დორიან გრეის პორტრეტი


,,ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა. აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. ჩვენს დროში ხალხს საკუთარი თავისა ეშინია. მათ აშკარად დაავიწყდათ, რომ ყველაზე დიდი მიზანი საკუთარი თავის წინაშე ვალდებულებაა. რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, ისინი გულმოწყალენიც არიან. ლუკმას არ იშურებენ მშიერთათვის და მაწანწალებს მოსავენ. მაგრამ სწორედ აი, ამ დროს მათი საკუთარი სულის სიშიშვლე აკრთობს ადამიანის გონებას, რადგან თვით ენით აღუწერელ შიმშილს განიცდის’’

რომანი ახალგაზრდა, მიმზიდველ მამკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც სურს მუდამ ახალგაზრდა იყოს. ის პორტრეტს შექმნის, რომელიც მის ნაცვლად ბერდება, დორიანი კი მუდამ ახალგაზრდაა.



კენ ვიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


,,იმ განცდამ დამაავადმყოფა, რომ საზოგადოების დიდი, ვეებერთელა, მკაცრად გახევებული საჩვენებელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც – სირცხვილი, სირცხვილიო გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა.”

წიგნში აღწერილია ფსიქიტრიულში მყოფი ადამიანების ცხოვრება, და საზოგადოება, რომელიც თითს მუდამ მათკენ იშვერს. რომანის მთავარი გმირი მარკ მერფი საავდმყოფოში მოსვლის შემდეგ უპირისპირდება სისტემას.



მარიო პიუზო - ნათლია


,,დიდი ადამიანები დიდებად არ იბადებიან, ისინი იზრდებიან’’

წიგნი მოგვითხრობს იტალიურ მაფიაზე, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი   დონ ვიტო კორლეონეა. მას მაფიის წევრები ზედმეტსახელით "ნათლია" მიმართავენ. კორლეონეების გარშემო ვითარება მას შემდეგ მწვავდება, რაც "ნათლია" გამოაცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგია.  მის ამ პოზიციას არ დაეთანხმებიან მაფიის სხვა წევრები და იწყება კლანებს შორის დაპირისპირება. ამ დროს მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება მისი შვილი მაიკლ კორლეონე, რომელიც კლანურ მმართველობაში ჩართული არ არის, თუმცა, დონ ვიტოზე მისი მოწინააღმდეგეები  თავდასხმას აწყობენ, რის გამოც "ნათლია"    იძულებულია საქმეს დროებით ჩამოშორდეს, ოჯახს კი მაიკლ კორლეონე უძღვება.  წიგნში აღწერილია ოჯახური და კლანური ურთიერთობები, სიყვარული, ძალადობა და კორუფცია.



უისტონ გრუმი- ფორეს გამპი


“დედა მეუბნებოდა, რომ სასწაულები ყოველდღე ხდება. ზოგი ასე არ ფიქრობს, მაგრამ ნამდვილად ხდება.”

წიგნის მთავარი გმირი, ფორესტ გამპი საკუთარ თავს იდიოტს უწოდებს. ის თავის ისტორიას სკოლის ასაკიდან გვიამბობს, როდესაც  შეზღუდული გონებრივი უნარების  გამო სკოლაში არ მიიღეს, მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველაფერი გამოუვიდა.

 

ჩაკ პალანიკი- მებრძოლთა კლუბი


,,ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ფულით, რომელიც არ გვაქვს, რათა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე, რომლებიც არ მოგვწონს’’

უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და  საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიის გამოსახატავად ,,მებრძოლთა კლუბს’’ დაარსებენ. მებრძოლთა კლუბის წევრები, როდესაც მათ პრობლემები ჰქონდათ, კლუბში იკრიბებოდნენ და ორთაბრძოლებს  მართავდნენ. ისინი ამ ფორმით უმკლავდებოდნენ მოჭარბებულ აგრესიას.  კლუბში გამარჯვებას და დამარცხებას მნიშვნელობა არ აქვს.   მალე იატაკქვეშა ბრძოლები ყველა ქალაქში ყალიბდება,  თუმცა, კლუბის წევრობის მთავარი პირობა  ისაა, რომ კლუბზე ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს. ამის მიუხედავად, კლუბში გაწევრიანების სურვილს სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ
მიმართულებას აანონსებს.
12:53 / 23.08.2019
ბოლონია და კიოლნი - ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
11:52 / 23.08.2019

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სპეც. მასწავლებლისა და საგნობრივი პედაგოგის პოზიციაზე, ქუთაისში 26 საჯარო სკოლის მიერ  93 ვაკანსიაა გამოცხადებული. 
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,  რომელიც ორ კვირაზე მეტი გაჩერებული იყო, დღეს ამუშავდა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
ქუთაისში 26  საჯარო სკოლის მიერ  59 ვაკანსიაა გამოცხადებული მასწავლებლის პოზიციაზე.  
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.