ახალი ამბები
„ამ კვირაში მივიღებ გადაწყვეტილებას“ - ზაალ ჩაჩავა „ტორპედოდან“ წასვლაზე
FaceBook

ქუთაისის „ტორპედოს“ მფლობელი, ზაალ ჩაჩავა კლუბიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებს.



ამის შესახებ ჩაჩავა ქუთაისიპოსტს ესაუბრა. მისი თქმით, იგი ისევ ელოდება ჩინელი ინვესტორების პასუხს და ამის შემდეგ გადაწყდება  დაუბრუნებს თუ არა კლუბს ქუთაისის მერიას.


„ამ კვირაში გადაწყდება დავტოვებ თუ არა კლუბს. ველოდები ჩინელი ინვესტორების პასუხს, რაზეც არის ჩემი გადაწვეტილება დამოკიდებული. ასევე, საუბარია, სხვა ინვესტიციაზეც, მაგრამ ვნახოთ რა იქნება“,- განუცხადა ქუთაისიპოსტს ზაალ ჩაჩავამ.


ზაალ ჩაჩავას კლუბიდან წასვლას „ტორპედოს“ გულშემატკივრები რამდენიმე თვეა ითხოვენ.  მის წინააღმდეგ ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.


პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.


კლუბში არსებულ ფინანსურ პროლემებს ადასტურებდა კლუბის პრეზიდენტიც. მან პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო.  ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.


ზაალ ჩაჩავა მთავარ იმედს ამ დრომდე ჩინელ ინევსტორთა ჯგუფზე ამყარებს,  რომლებსაც მისი თქმით, კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურდათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ჰუალინგ ჯგუფმა“ კლუბში თანხის ჩადებაზე  უარი განაცხადა. ამის მიზეზად ინვესტორების მოთხოვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ისინი კლუბის ინვესტირების სანაცვლოდ ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს ითხოვდნენ.


ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ეს ინფორმაცია უარო.


ზაალ ჩაჩავა კი როგორც ჩანს ამ დროდმე ცდილობს ინვესტორებთან პრობლემების  მოგვარებას.

 

ქუთაისის "ტორპედო" ზაალ ჩაჩავამ აუქციონზე 2017 წელს, 300 000 ლარად შეიძინა. მას ამ დრომდე არ აქვს საპრივატიზაციო თანხის ნაწილი გადახდილი, რაც საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ ქუთაისის მერიას მასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა, ქალქის მერი, გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ჩაჩავას პრობლემების მოსაგვარებლად დრო უნდა მიეცეს. 



ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში - ნახეთ აქ:



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.