უკვე შვიდი თვეა პარლამენტი ქუთაისში აღარ ფუნქციონირებს.
შენობიდან ინვენტარის გატანის შემდეგ მის შესასვლელსაც აღარ ასუფთავებენ. ბალახითაა დაფარული მიმდებარე ტერიტორია. მოუვლელობისგან ნადგურდება ინფრასტრუქტურა.





ქუთაისის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ ამბობენ, რომ ტერიტორია ბოლოს
ორი კვირის წინ გათიბეს, თუმცა, სეზონის გამო იგივე მოთხოვნით
მოსახლეობაც მიმართავთ, რის გამოც ტერიტორიის ხშირად
დასუფთავებას ვერ ახერხებენ.
„ძალიან ბევრი განცხადება შემოდის. მოსახლეობა ითხოვს კორპუსების
წინ ტერიტორიის ბალახისგან გაწმენდას, რომ ქვეწარმავალი არ გაჩნდეს
სადმე. ძალიან ბევრი მოთხოვნაა, ამიტომ ამ მიმართულებით ვართ
გადართულები. როგორც კი მოვრჩებით სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში,
მივუბრუნდებით ისევ ამ ტერიტორიას“,-ამბობენ ააიპ „სპეციალურ
სერვისებში".
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.




მასალის გამოყენების პირობები