ახალი ამბები
ქუთაისის მერია კაფე „სავანეს“ დაჯარიმებით ემუქრება
FaceBook

ქუთაისის მერია,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“, შენობის ფასადზე გამოკრული მერიის მაღალჩინოსნების   პლაკატების ჩამოსახსნელად ათდღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმების შესახებ აფრთხილებს.


 

მერიამ „სავანე“ ამ მიზეზით  ერთხელ უკვე დააჯარიმა. ჯარიმის საფუძველი ისტორიული ზონის იერსახის დამახინჯება იყო,   თუმცა, საქალაქო სასამართლომ კაფის მფლობელები მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო, ჯარიმის გადახდის  ან პლაკატების ჩამოხნის  ვალდებულება კი არ დაუკისრებია.  ამის მიუხედავად, მერია  პლაკატების ჩამოხსნას მაინც ითხოვს და განმარტავს, რომ ამას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.


მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი   მოთხოვნით კაფის მფლობელებს წერილი უკვე გაუგზავნა.


„გაფრთხილებთ, რომ ჩამოხსნათ კაფე-ბარი „სავანეს“  ფასადზე განთავსებული ბანერები, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“,-ნათქვამია წერილში.


„სავანეში“  მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მერიას თუნდაც იმიტომ არ აქვს პლაკატების ჩამოხსნის  მოთხოვნის უფლება, რომ მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ და პროცესი დასრულებული არ არის.


მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე კი განმარტავს, რომ მერია ვალდებული არ არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

 

„წაიკითხონ კარგად ადმინისტრაციულ  სამართალდღვევათა კოდექსი და მერე ილაპარაკონ კანონიერია თუ  უკანონო. სასამართლომ „სავანე“ ცნო სამართალდამრღვევად  იერსახის  დამახინჯებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი  ვალდებული არიან პლაკატები  ჩამოხსნან  10 დღის ვადაში.  თუ არ ჩამოხსნიან, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“,-აცხადებს ირაკლი გიორგაძე.




ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანესა“ და   ქუთაისის მერიას შორის სასამართლო დავა მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რაზეც კაფე დგას. „სავანეს“ მეპატრონეები აცხადებენ, რომ შენობასთან ერთად მიწაც მათ ეკუთვნით, მერია კი ამბობს, რომ  ტერიტორია სკვერის ნაწილს წარმოადგენს, რაც განუსხვისებელი ქონებაა, შესაბამისად ის „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა.


ქუთაისის მერიასა და კაფე „სავანეს“ მფლობელებს შორის დავაზე  გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლომ 16 ივლისს გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა მერიის იურისტის პოზიცია და „სავანეს“ კაფის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი არ მიაკუთვნა.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.