გია უკლება ქუთაისის საკრებულოში
„ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლიდან წარმოადგენს. იგი სამი მოწვევის
საკრებულოს წევრია.
უკლება საკრებულოში ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა. ბოლოდროინდელი სკანდალი მის ცემას უკავშირდება, როცა, საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი მას თვითმმართველობის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდა.
ჩხუბის მიზეზი უკლებას მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული
საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის მიმართ
შეურაცხმყოფელი პოსტი იყო.
დეპუტატის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. ჩხუბში,
გამოძიების მიერ დადგენილ პირებს, ამირან კოპალეიშვილსა და
იმედა საღინაძეს სასამართლომ 3000 ლარიანი
გირაო შეუფარდა.
„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.




მასალის გამოყენების პირობები