ახალი ამბები
ქუთაისის მერია აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციას აანონსებს
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ,  მრჩეველთა საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დააანონსა.
მისი თქმით, სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება.  ამავე პერიოდიდან იგეგმება ნიკეა-ავანგარდის გზის რეაბილიტაციაც. 

პროექტებს საგზაო დეპარტამენტი დააფინანსებს. 

იმისთვის, რომ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოების განხორციელება დაიწყოს,  ქალაქის მთავარ  ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს,  სამუშაოები უნდა დასრულდეს. სხვა შემთხვევაში,  ახალი ქუჩების გადათხრა ქალაქში გადაადგილების პრობლემებს შექმნის. 

საბჭოს სხდომაზე მერმა პირობა დადო, რომ ორ თვეში ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება.

გაზაფხულიდან ქუთაისში მთავარი ქუჩების უმრავლესობა გადათხრილია. სამუშაოები მიმდინარეობს ტაბიძის, რუსთაველის,  ჯავახიშვილისა  და ნინოშვილის ქუჩებზე.  წყლის სისტემის რეაბილიტაციისა  და გზის საფარის მოწესრიგების მიზნით, ასევე,  გადათხრილია რამდენიმე ქუჩა სხვადასხვა უბანში.   




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში,
10:58 / 17.09.2025
ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ქალაქის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის
შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.
10:23 / 17.09.2025
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.