ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები გააოთხმაგა
FaceBook

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.


2019 წლის  ხუთი თვის მონაცემებით,  გაზრდილია დანამატის, მივლინებისა და საწვავის ხარჯები.


ამ სამი კომპონენტიდან მერიამ  ყველაზე მეტი თანხა 123 859 ლარი დანამატის სახით გასცა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია გასული წლის ამავე პერიოდში დახარჯულ თანხაზე.


მერიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ამ მიზნით გაცემული თანხის რაოდენობა  31 305  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ დანამტისთვის 92 554  ლარით მეტი გაიცა.


9 000 ლარით მეტი დახარჯა მერიამ მივლინებებისთვის. ადმინისტრაციული სამსახურის  მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში ამ მიზნით 23 838 ლარი დაიხარჯა, წელს კი  საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი მოხმარდა.

ასევე, თითქმის 9000 ლარით გაზარდა მერიამ საწვავის ხარჯები.


თუ გასული წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საწვავისთვის 78 546 ლარი დაიხარჯა, 2019 წლის იანვარ-მაისში ამ ხარჯებმა 87 030 ლარი შეადგინა.


ჯამში, მერიამ დანამატის, მივლინებისა და საწვავისთვის წელს გასულ წელთან შედარებით, 110 131 ლარით მეტი დახარჯა.


ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გაზრდილი დანამატი საჯარო მოხელეების მიერ დამატებითი სამუშაოს ანაზღაურებით არის გამოწვეული, საწვავზე კი ფასმა მოიმატა, რამაც ხარჯი გაზარდა. რაც შეეხება მივლინებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ მიზნით ბიუჯეტში წელსაც შარშანდელის მსაგავსად ლიმიტირებული თანხა 70 000 ლარია გაწერილი, თუმცა,   2019 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტის ათვისება მოხდა.


„ზოგიერთ თანამშრომელს დამატებითი საქმიანობის შესრულება უწევს და ცხადია მას გამონაკლისის სახით ზეგანაკვეთური თანხა გამოეწერება. ასევე, თვითმართველობაში დაწესებულია შეფასების სისტემა, რომლის საშუალებით ხდება მოხელეთა წახალისება. მსგავსი ღონისძიებები გატარდა მაგ: საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზების დროს, გარე ვაჭრობის აღკვეთის დამატებით სამუშაოებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. რაც შეეხება საწვავის ხარჯებს, გასულ წელთან შედარებით საწვავის ფასმა მოიმატა რამაც ხარჯის ნაწილიც გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ქუთაისის მერიამ საწვავის შეძენის მოცულობა გასულ წელთან შედარებით შეამცირა“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.