ახალი ამბები
"არ მინდა ამაზე ლაპარაკი" - ანტისაოკუპაციო პროტესტის გამო გათავისუფლებული მორაგბე
FaceBook
სარაგბო კლუბ "ლელოდან" გათავისუფლებულ მორაგბეს, თორნიკე ცერვაძეს მომხდარზე საუბარი არ სურს.

"არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ ვაკეთებ კომენტარს", - ამბობს იგი.

თორნიკე ცერცვაძეს კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, რაც მისი ძმის საწარმოს,  შპს "მაკნატუნას" მიერ პროდუქციის ანტისაოკუპაციო წარწერებიანი შეფუთვით გამოშვებას დაემთხვა.

"მაკნატუნას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა , დავით ფხაკაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ძმა ოკუპაციის გასაპროტესტებლად  აქციებზე აქტიურად დადიოდა და მზესუმზირას არიგებდა, კლუბიდან მისი გაშვებაც ამას უკავშირდება.

მომხდარზე საუბარი არ სურთ სარაგბო კლუბ "ლელოში".  კლუბის წარმომადგენელი შეკითხვებმა  გააღიზიანა. 

" ვიცი რისთვისაც მირეკავთ, მაგრამ დაუკავშირდით რაგბის ფედერაციას" - განაცხადეს კლუბში.

ამასთანავე, საწარმოს მეწილე ღიად საუბრობს მის ბიზნესზე დაწყებულ პირდაპირ ზეწოლაზე, რაც მათ მიერ   პროდუქცია წარწერით "რუსეთი ოკუპანტია" შეფუთვას მოჰყვა. 

ახალი შეფუთვით პროდუქციის რეალიზაციიდან რამდენიმე დღეში, შემოსავლების სამსახურმა, რომელიც საწარმოში შემოწმებას გასული წლიდან ახორციელებს, აუდიტის მოწვევა მოითხოვა.

დავით ფხაკაძე ამბობს, რომ პროცესების გააქტიურება ოკუპაციის წინააღმდეგ მათ მიერ გამოთქმულ პროტესტს უკავშირდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.