ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი „ტორპედოს“ გულშემატკივრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა
FaceBook

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა „ტორპედოს“ გულშემატკივრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრა თავად ფანკლუბის წევრებმა მოითხოვეს. ისინი ტურიზმის ცენტში მივიდნენ, სადაც, თურნავა ქუთაისში მოქმედი საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს  ხვდებოდა.


გულშემატკივრებს მინისტრთან იმ ინფორმაციის გადამოწმება სურდათ, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, ჩინური კომპანია „ჰუალინგი“ კლუბში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ ქუთაისში,  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული მიწების გადაცემას ითხოვს. ფანკლუბის წევრების თქმით,  ჩინელი ინვესტორების ეს მოთხოვნა,  კლუბში ინვესტიციის ჩადების პროცესს აჭიანურებს, რის გამოც,  ფეხბურთელები ზარალდებიან.


დაახლოებით ათწუთიანი შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორის ულტიმატუმთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, კლუბის მეპატრონემ კი, დაპირებები უნდა შეასრულოს.


„მოვისმინეთ, რომ არის პრობლემები, გავერკვიეთ ვინ რა დაპირება გასცა თავის დროზე კლუბში და იმედი გვაქვს, პასუხისმგებლიანად მიუდგებიან და შეასრულებენ დანაპირებს. რაც შეეხება „ჰუალინგს“, არასწორია ეს ინფორმაცია. ჩვენ შემოვლითი გზებით არ ვკონტაქტობთ ინსვეტორებთან.   მათ  ჩვენთან პირდაპირი კომინიკაციის   არანაირი პორბლემა არ აქვს.  გარდა ამისა, ჩვენ არ გვჭირდება ამ ნაწილში  სხვადასხვა პირის და მათ შორის საეჭვო პირების შუამავლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ, თუმცა,  არ დაუკონკრეტებია ვინ იგულისხმა საეჭვო პირებში.

მინიტრის თქმით, "ტორპედოსთან" დაკავშირებული პრობლემები არა ეკონომიკის, არამედ, კლუტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტის  სამინისტროს ეხება. 

შეხვედრით კმაყოფილი არ არიან გულშემატკივრები. ისინი მინისტრთან საუბრის დეტალებზე მერიის წინ 7 საათზე დაგეგმილ აქციაზე ილაპარაკებენ, თუმცა, წინასწარ ამბობენ, რომ  ის რეალობა, რაც ნათია თურნავასგან მოისმინეს, მათთვის არადამაიმედებელია.


რა ხდება კლუბში და როგორ აპირებს მისი მეპატრონე ზაალ ჩაჩავა პრობლემების მოგვარებას, უცნობია. ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


რა ბედი ელის დაშლის პირას მყოფ კლუბს, ამაზე პასუხი არც ქუთაისის მერიაში აქვთ.


იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ფანკლუბის წევრებს განუცხადა, რომ თუ 1 ივლისამდე ზაალ ჩაჩავა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, მერია ახალი ინვესტორის ძებნას დაიწყებდა, ამ დრომდე უცნობია აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ჩაჩავასთან  ხელშკრულების შეწყვეტას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ზაალ ჩაჩავას, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე შეისყიდა, ამ დრომდე არ აქვს გადახდილი საპრივატიზაციო თანხა, თუმცა, მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე რეაგირებას არ ახდენს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.