ახალი ამბები
"ჭიღვარია წადი" - ქუთაისში საპროტესტი აქცია გრძელდება
FaceBook
,,ჭიღვარია წადი"- ამ შეძახილით კაფე "სავანეს" მეპატრონეები უკვე მეშვიდე დღეა აქციას მართავენ.
მათი თქმით, მერია ქალაქის ბულვარში მდებარე კაფის წართმევას  ცდილობს.

აქციის მონაწილეები ქალაქში შექმნილ პრობლემებსაც ეხმაურებიან. მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, გადათხრილი ქუჩები, გაფლანგული მილიონები- ეს ის პრობლემებია, რომელზეც აქციის მონაწილეები ამახვილებენ ყურადღებას.

,,ჭიღვარია შენ გაანულე ქუთაისი. მიეცი ქალაქს საშუალება ამოისუნთქოს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კაფე ,,სავანე" შპს ,,ნიკოლომ" 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელების თქმით, მათ შენობასთან ერთად მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, თუმცა მიწაზე საკუთრების უფლებას მერია არ აღიარებს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ბულვარის ტეროტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი გასხვისების უფლება მერიას არ აქვს.


ავტორი: ლილე ბერაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.