ახალი ამბები
"ტერმინი "გარეუბანი" უნდა დავასრულოთ" - ქუთაისის არქიტექტურის სააგენტოს უფროსი
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტეტქურის სააგენტომ განაშენიანების რეგულირების ახალი გეგმა შეიმუშავა.
არქიტექტურის მიმართულებით სიახლეებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. რუსუდან ჩინჩალაძის თქმით, ცვლილების მთავარი მიზანი დეველოპერების მიერ გარეუბნების ათვისების ხელშეწყობაა, რისთვისაც, ე.წ. მესამე ზონაში მოხდა განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აქამდე მოქმედი წესი  მშენებლებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა, რაც ხელს უშლიდა გარეუბნების განვითარებას. 


"ტერმინი გარეუბანი უნდა დავასრულოთ. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას, მითუმეტეს დეველოპერები არასდროს გააკეთებენ. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ გარეუბნები არ არსებობს და შესაბამისი ნორმების დაცვით, ასეთ უბნებში მშენებლობა შესაძლებელია უფრო მაღალი ინტენსივობით, ვიდრე აქამდე იყო. ძალიან დიდი მოთხოვნა დიდ მშენებლობებზე, რომლის შესაძლებლობასაც ახლა  უკვე გაუქმებული 70-ე დადგენილება არ იძლეოდა. ვფიქრობთ, ამ ცვლილებებით ძალიან გაიზრდება მშენებლობების რაოდენობა ასეთ ეუბნებში და ტერმინი გარეუბანი აღარ იარსებებს", - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება კერძო მოსახლისთვის მოსაკრებლის გაუქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს, მას შემდეგ, რაც  შესაბამის დოკუმენტაციას სააგენტოს წარუდგენს, აივნის მიშენების, სარდაფის მოწყობისა და სხვა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვას უსასყიდლოდ მიიღებს.

ქალაქში ისევ  რჩება სამი ძირითადი ზონა:  საქმიანი,საცხოვრებელი და საწარმოო. განაშენიანების კოეფიციენტი არ შეცვლილა ისტორიულ ზონაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.