ახალი ამბები
1 ივლისიდან ლომბარდებს დაგირავებული ქონების გადაგირავება ეკრძალებათ
FaceBook

1 ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება,

რომლის მიხედვითაც, მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ.

 

შესაბამისი ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში“ შედის.


"ცვლილების ძირითად მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა ამ ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, - განმარტეს ეროვნულ ბანკში.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა.


აქედან, 55,7 პროცენტი თბილისში; 12,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში; 9,9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში; 9,7 პროცენტი – აჭარაში; ხოლო დანარჩენი 12,6 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 64,7 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 35,3 პროცენტი უცხოურ ვალუტაში. 2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.

imedinews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.