ახალი ამბები
გაუქმებული ჯავშნები რუსეთიდან - რა ხდება ქუთაისის სასტუმროებში
FaceBook

რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე გაკეთებული  განცხადების მიუხედავად, ქუთაისში, საოჯახო სასტუმროების ნაწილისთვის სურათი უცვლელია.



ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ქალაქში რუსი ტურისტების არ ჩამოსვლა, მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

სასტუმროების ნაწილში  კი, რომელთა ძირითადი მომხმარებლები რუსი ტურიტები იყვნენ, ამბობენ, რომ ჯავშნებმა იკლო. მათი თქმით, ფრენების აკრძალვის თაობაზე განცხადების გაკეთებისთავანე, რუსმა ტურიტებმა დარეზერვებული ადგილები  გააუქმეს.


განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტურისტების რაოდენობა შემცირდა საოჯახო ტიპის სასტუმრო “ბრაზერში”. მენეჯერი მაია ფართელაძე ამბობს, რომ 22 ივნისს რუსმა მომხმარებლებმა ოთხი ჯავშანი გააუქმეს, თუმცა მისივე თქმით, შემდგომ დღეებში  რუსებმა სასტუმროში ადგილი კვლავ დაარეზერვეს. ანალოგიური მოხდა საოჯახო სასტუმრო “რიონშიც”.


“სანამ დაჯავშნიდნენ დამირეკეს და მითხრეს, რა სიტუაციაა იყო, ღირს თუ არა ჩვენი ჩამოსვლაო. მე ავუხსენი, რომ უბრალო მოქალაქეებს არავინ ერჩის,” - ამბობს საოჯახო სასატუმრო “რიონის” ხელმძღვანელი  გოჩა კვეტენაძე.


“ბოლო ორი წელი რუსები იყვნენ ჩვენი მომხმარებლები და ეს სიტუაცია აისახა, რა თქმა უნდა, მაგრამ “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, - ამბობს  “ბრაზერის” მენეჯერი მაია ფართელაძე.


21 ივნისს, ციმბირიდან ჰყავდათ  სტუმარი საოჯახო სასტუმრო “სასახლეში”, მაშინ როცა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. სასტუმროს მეპატრონის, იზა დიაკვნიშვილის თქმით, ტურისტი მასთან ამბობდა, რომ არც მას მოსწონდა პუტინი და მისი მეგობრები საქართველოში ვიზიტს კვლავ გეგმავენ.


“მართალია, საღამოს ცოტა ეშინოდა გარეთ გასეირნების აქციების გამო, თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი წავიდა. 12-14 ივლისს ისევ ველოდები რუს ტურისტებს”, - ამბობს იზა დიაკვნიშვილი.


სასტუმრო “მყუდროში” ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, არ არიან მხოლოდ რუს ტურისტებზე დამოკიდებული, შემნილმა მდგომარეობამ მათ ბიზნესზე მაინც უარყოფითად იმოქმედა.


“ჩვენ დავზარალდით და დაზარალდება ბევრი სხვა კიდევ. პოლიტიკა პოლიტიკაა და ამან უბრალო მოქალაქეებზე არ უნდა იმოქმედოს უარყოფითად”, - ამბობს სასტუმრო “მყუდროში”.


განსხვავებული პროგნოზი აქვთ სასტუმრო “სოლომონში”, რომლის ხელმძღვანელი, მერაბ გოგონაძე ამბობს, რომ გარკვეული რაოდენობა მომხმარებლების შემცირდა, თუმცა ეს არის უმნიშვნელო, რადგან მათი ძირითადი მომხმარებლები რუსი ტურისტები არ არიან.  ანალოგიური ვითარებაა სასტუმრო “რიოალშიც”. სასტუმროში აღნიშნავენ, რომ ძირითადად, ევროპელებზე არიან ორიენტირებულნი და შექმნილი ვითარება მათზე არ იმოქმედებს.


“ორი ჯავშანი გვაქვს რუსეთიდან ივლისში, ჯერ არ გაუუქმებიათ და აწი რას იზამენ არ ვიცი, თუ გააუქმებენ და არც ეს იქნება პრობლემა. აბა, ისაა უკეთესი თვალები რომ დათხარეს ახალგაზრდებს?”, - ამბობენ სასტუმრო “როიალში”.


“მოკლევადიან პერსპექტივაში ეს პროცესი ცუდად იმოქმედებს ბიზნესზე, გრძელვადიანში კი კარგად ”, - ამბობს სასტუმრო “სოლომონის” ხელმძღვანელი მერაბ გოგონაზე, რომლის აზრით, შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, ქვეყანას უფრო მეტად გაუხსნას კარი ევრიპისკენ.



მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ქუთაისში,  სწორედ ევროპიდან არის ყველაზე მეტი შემომსვლელი.


ქუთაისის ტურიზმის ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქალაქს  5 545 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან ყველაზე მეტი პოლონეთიდან შემოვიდა (1439), შემდეგ მოდის გერმანია (1086). რუსეთი 476 ვიზიტორით მესამე ადგილს იკავებს, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო (443 ვიზიტორი) და ლატვია (294).


რაც შეეხება ქვედყნის მასშტაბით მონაცემებს, 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 1,617,548 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითო ვიზიტზე ყველაზე მაღალი დანახარჯი სხვა ქვეყნის (მათ შორის გაერთიანებული არაბეთის ემირატები) მოქალაქეებს აქვთ (2,286.4 ლარი).  მას მოსდევს დასავლეთ ევროპა (1,621.8 ლარი), შემდეგ ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა (1,407 ლარი) და რუსეთი (1,135 ლარი).  მაგრამ ქვეყანამ ყველაზე მეტი შემოსავალი ტურიზმის სფეროში მიიღო რუსეთიდან, ვინაიდან ამ ქვეყნიდან საქართველოში 2019 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი (172,217) შემოვიდა.


შემდეგ ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ქვეყანამ 105,962 ვიზიტორი მიიღო, მას მოსდევს სომხეთი და თურქეთი.


ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების პროესტი მეხუთე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა და საგარეო საქმეთა სამინიტროს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან დაბრუნება უზრუნველყოს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი ევროპიდან არის

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.