ახალი ამბები
რამდენიმე ფეხბურთელს უკვე გადაწყვეტილი აქვს გუნდიდან წასვლა - ტორპედოს მწვრთენლი
FaceBook
ტორპედოს მწვრთნელი ფინანსური პრობლემის გამო ფეხბურთელების წასვლაზე საუბრობს.
''არ ვიცი, მომდევნო ტურის შეხვედრას როგორი შემადგენლობით შევხვდებით, რამდენიმე ფეხბურთელს უკვე გადაწყვეტილი აქვს გუნდიდან წასვლა, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ თუ ამ კვირაში პრობლემა არ გადაიჭრა ძალიან რთული იქნება ფეხბურთელების შენარჩუნება. ევროპალიგაში "ორდაბასისთან" თამაში უკვე მოახლოვდა და საშიშროებაა, რომ ამ თამაშს ძალიან რთულ მდგომარეობაში შევხვდეთ. ყველაფერი ბოლო კვირაში გადაწყდება", - წერს კახა ჩხეტია ფეისბუქის გვერდზე.


თვიდან თვემდე სახელფასო დავალიანების გაზრდის პარალელურად, გაიზარდა „ტორპედოს“ გულშემატკივრების უკმაყოფილება. ქუთაისის მერიის წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც კლუბიდან ზაალ ჩაჩავას წასვლა მოითხოვეს. „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი მეპატრონე გუნდს  ვერ უვლის, რის გამოც ის არ იმსახურებს   კლუბში ყოფნას.

ქუთაისის „ტორპედო“, რომლიც წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე იყო, 2017 წელს აუქცონზე 300 000 ლარად გაიყიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.