ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტია" - ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
"თავისუფლებასთან წააგებთ", "რუსეთი ოკუპანტია", "პარლამენტი ოკუპირებულია"

- ამ ლოზუნგებით ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რუსი დეპუტატის საქართველოში სტუმრობას და პარლამენტში მის მისვლას აპროტესტებენ.




რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  სერგეი გავრილოვი პარლამენტში იმყოფებოდა, ის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა, საიდანაც ასამბლეას უძღვებოდა. 

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია. მისი თქმით, რეალობა არის სამწუხარო.

"არ არის მარტივი ხედავდე რუსეთის დუმის დეპუტატს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღებ ადგილზე. ამ ფაქტის დაგმობა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა", - წერს ირაკლი შენგელია.

საქართველოში ცამოსულ რუსეთის დელეგაციას მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.  ოპოზიცია კი ანსამბლეას ბოიკოტს უცხადებს. 

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რია. გავ­რი­ლო­ვი 1966 წელს ტუ­ლა­ში და­ი­ბა­და. 1989 წელს მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და 90-იან წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მას მე­სა­მე მცდე­ლო­ბი­სას გა­უ­მარ­თლა და 2007 წელს დუ­მის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


რა შესაძლებლობები არსებობს ქუთაისში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით? რამდენად ახერხებენ სტუდენტები სწავლისა და მუშაობის შეთავსებას? და რა ბარიერებს აწყდებიან სამუშაო პროცესის ძიებაში? - ეს არის თემები, რომელთა შესახებაც საუბარი გაიმართა სტუდენტების მერ მომზადებულ გადაცემაში ,,ვირჩევ დემოკრატიას''.
გადაცემის სტუმრები არიან: ქუთაისის განათლების, განვიტარების და დასაქმების ცენტრია გამგეობის თავჯდომარე ლიკა კილაძე და სტუდენტი აკაკი საღინაძე.




ქუთაისში, ბერძენაძის პირველ შესახვევში, ნაგვის ურნა უკვე
რამდენიმე კვირაა რაც აღებულია, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის
გასატანად შორს მანძილზე გასვლა უწევს.
15:46 / 15.11.2019

ქუთაისში, ბერძენაძის პირველ შესახვევში, ნაგვის ურნა უკვე რამდენიმე კვირაა რაც აღებულია, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის გასატანად შორს მანძილზე გასვლა უწევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
შეპირებული პროპორციული არჩევნების პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდნას, იმავე დღეს კალაძის ჟესტს მომიტინგეების მისამართით ინტერნეტშ სხვადასხვა რეაქციები მოყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.
წყლის პრობლემა, სოფლებში მგლების შემოსევა, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კანალიზაციისა და გაზის გამათბობლის შემოწმება