ახალი ამბები
წყალქცევა ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თამჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ქუთაისში, ახალრეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირისა და სხირტლაძის ქუჩის კვეთაზე წყალქცევა გააპროტესტა.
წულაიას თქმით, სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რაც ქალაქში პირველი შემთხვევა არაა. 

"110 მილიონია ქუთაისში დახარჯული წყლების მილების გამოცვლაზე რაც მე ვიცი. ეს ფული იშოვება მეტალუგიურ ქარხნებში, შახტებში, ბაზრობებზე, საზღვარგარეთ მონური შრომის ხარჯზე და ა.შ. ესენი კი მიმდგარნი არიან და ასე ღორულად ჭამენ", - ამბობს გოგი წულაია. 



"ძველი მილი ჯობდა ამას, წაგვიღო წყალმა", - ამბობს ნათელა ყურაშვილი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლადრებილიტირებული ქუჩა წყლის ქცევასთან არაფერ შუაშია. მათი თქმით, ადგილზე შექმნილი მდგომარეობა საკანალიზაციო სისტემის გაჭედვამ გამოიწვია. 

"წყალარინების ქსელი იყო გაჭედილი, რომელიც უკვე მოგვარებული უნდა იყოს. ველოდებით ზარს წუთი წუთზე", - ამბობენ კომპანიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან
მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა
დააკმაყოფილა.
15:30 / 13.07.2020
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა.
ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურს იმერეთის რეგიონიდან 15 მოქალაქემ
მიმართა.
11:36 / 13.07.2020
ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იმერეთის რეგიონიდან 15 მოქალაქემ მიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.