ახალი ამბები
ქუთაისში “თბილისი პრაიდის” კონტრაქცია დაიგეგმა
FaceBook

დღეს, ქუთაისში 19:00 საათზე "თბილის პრაიდის" კონტრაციას გეგმავენ.


ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ისინი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს უჭერენ მხარს, რომელის მიერ ორგანიზებული კონტრაქცია ლგბტ პრაიდის კვირეულის წინააღმდეგაა მიმართული.

"გუშინ ათმა კაცმა დავგეგმეთ, რომ აუცილებალდ უნდა ყოფილიყო ქუთაისიდანაც ხმა, თბილისის კონტრაქციის მხარადაჭერი. ვფიქრობ, რომ 50–100 ადამიანი მოვა. თუკი საჭირო გახდება თბილისშიც გავეგმზავრებით, ეს იქნება ხმა ქუთაისიდან", – ამბობს ქუთაისში დაგეგმილი კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოთარ ხმელიძე, რომელიც "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი გახლავთ, თუმცა მისი თქმით, დღევანბდელ აქციას პარტიასთან კავშირი არ აქვს. 

კონტრაქციის კიდევ ერთ ორგანიზატორი მალხაზ მურუსიძეა, რომელიც გელათის სასულიერო სემინარიის ლექტორია.


18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული იგეგმება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" უწევს. ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.

არასამთავრობო ორგანიზაციები “თბილისი პრაიდის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს  ღია წერილით ეხმიანებიან და ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ.

განხადებაში ორგანიზაციები მოუწოდებენ  სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი „თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მოქალაქე სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

"თბილისი პრაიდის" გამო საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.