ქუთაისის მერია წერეთლის ქუჩა #62-ში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ამავე მისამართზე მცხოვრები იულია ლანჩავას პროტესტს პასუხობს.
წერეთლის ქუჩა #62-ში მცხოვრები იულია ლანჩავა წელიწადზე მეტია მის
მეზობლად სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. იულია ამბობს, რომ მას
შემდეგ რაც სამუშაოები დაიწყო, მის სახლში კედლები დაიბზარა და სახლს
დანგრევა ემუქრება.
ვითარებას ის გარემოება კიდევ უფრო ართულებს, რომ სასტუმროც და მისი სახლიც რიონის სანაპიროზე მდებარეობს.
იულია ლანჩავა ამბობს, რომ ადგილზე ნიადაგის კვლევაც არ ჩატარებულა და მშენებლობის ნებართვა ყალბი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა. რამდენიმე დღის წინ კი მდინარის ნაპირზე ჯებირი ჩამოიშალა, რაც, მისი თქმის, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა.
„სახლში უკვე დაიბზარა კედლები. გახსნილია აბაზანის და მისაღების კედელი. გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ 6 მეტრიანი ჭაბურღილები გააკეთეს ნიადაგის გამოსაკვლევად, თუმცა, ის მანქანა, რომელიც დასკვნაშია მითითებული, ფიზიკურად ვერ შემოეტეოდა ეზოში. მეორეც, მე ამას აუცილებლად დავინახავდი. არავითარი 6 მეტრიანი ჭაბურღილები არ გაუკეთებიათ, დასკვნა არის ყალბი. ამ უკანონობას კი ქუთაისის მერია მფარველობს"-ამბობს იულია ლანჩავა.
რა ხარვეზებით მიმდინარეობდა მშენებლობა წერეთლის #62-ში, დეტალურად
ნახეთ აქ:
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები