ახალი ამბები
დღეს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევს
FaceBook

დღეს, პრლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევენ. დეპუტატები არჩევანს ორ კანდიდადტს: ლონდა თოლორაისა და ვალერი ლომუაშვილს შორის გააკეთებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო იქნება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე იფუნქციონირებს.


ისნპექტორის აპარატის ამოქმედება 2019 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ სამსახურისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება ვერ მოესწრო. არ არსებობდა არც საჭირო ფინანსები და კადრები. კანონის ამოქმედების გადავადების გამო დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და მმართველი გუნდი   მკაცრად გააკრიტიკეს.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაგეგმილიდან  ექვსი თვის შემდეგ, პირველი ვლისიდან ამოქმედდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.