ახალი ამბები
მივლინებებზე ბიუჯეტიდან სამ თვეში 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
FaceBook

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით,  2019 წლის პირველ სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მლნ. ლარი დაიხარჯა. 


 

უწყების მიერ ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან მიმართული ადმინისტაციული ხარჯების შეჯამებით, ირკვევა, რომ  მიმდინარე წლის სამ თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით,  ყველაზე მეტი თანხა მივლინენებზე თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა, რამაც  9.9 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, 9,540,489 ლარიდან 8,385,843 ლარი მისიებში დაიხარჯა, 859,670 ლარი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთში მივლინებების ხარჯებია, 294,976 ლარი კი - ქვეყნის შიგნით მივლინებებზე მოდის.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 1.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქეთა სამინისტროს ხარჯი 1.1 მლნ ლარით განისაზღვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი - 66,360 ლარი;

ფინანსთა სამინისტრო - 456,330 ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 541,870 ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 38,942 ლარი;

იუსტიციის სამინისტრო - 196,746 ლარი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 377,379 ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 576,472 ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 621,820 ლარი.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სამ თვეში მივლინებებზე 1.2 მლნ. ლარი დახარჯა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 558,702 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა 771,865 ლარი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.