ახალი ამბები
ხარაგაულში სტიქიით მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარს შეადგენს
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციით ცნობით, ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.

როგორც გუბერნიაში აცხადებენ, კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია.

"ზარალის დათვლის პარალელურად, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 2 სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა, შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე ხვდებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ," - აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში.

მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

ხარაგაულში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ლევნულა ადიდდა. წყლის ნაკადმა საავტომობილო გზა წაიღო და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების შედეგად, წყალმა ჩაანგრია სოფელში შესასვლელი გზა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.