ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები ჩაუტარეს
FaceBook

იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები ჩაუტარეს.


ლექციები, რომელიც "ქუთაისის უნივერსიტეტში" 3, 4 და 6 ივნისს გაიმართა, ლავრენტი ჯანიაშვილმა და ნანა მრევლიშვილმა წაიკითხეს.


„სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიაქოს დავალებით ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე“, - ამბობს ხონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ლექციები არ წარმოადგენდა განათლების სამინისტროს პროექტს, უნივერსიტეტი დამოუკიდებელია და თავად წყვეტს რას ჩაატარებს. 

ქუთაისის უნივერსიტეტში  აცხადებენ, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი,  მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

„აღნიშნული ღონისძიება არ ჩატარებულა ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით, თუმცა, ქუთაისის უნივერსიტეტი ღიაა საზოგადოებისთვის და ყოველთვის მზად არის დაუთმოს სივრცე არაკომერციულ ღონისძიებებს, როგორიცაა საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაცია, მოხსენებები, ტრენინგები და ა.შ,“ - აცხადებენ "ქუთაისის უნივერსიტეტში".

თავად  საპატრიარქოსთან, ჩვენი მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ ხერხდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.