ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გრძელდება.
„ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო
სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს
პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო
პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების
შინაარსის სიმწვავეს მისივე სტატუსიდან გამომდინარე“, - აცხადებენ
სამოქალაქო აქტივისტები.
სამოქალქო საზოგადოება ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას უკვე ერთი კვირაა ითხოვს. კოსტავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს ამბობდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ამომრჩეველთა თხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა და არსად წასვლას არ აპირებს.
კოსტავა უკვე აღარ არის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე და აღარც გენდერული საბჭოს წევრი, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და მან საკრებულოც უნდა დატოვოს.
ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი ლაგოდეხის ჩანჩქერში დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.




მასალის გამოყენების პირობები