ახალი ამბები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები გაიხსნა
FaceBook
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები დღეს ოფიციალურად გაიხსნა. იმერეთის რეგიონში, სულ 18 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, აქედან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს. საქართველოს მთავრობა თანადაფინანსების სახით ახორციელებს სკოლების ეზოს რეაბილიტაციას, სკოლის აღჭურვას კომპიუტერული ტექნიკით, ინვენტარითა და ავეჯით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო კი დამატებით აფინანსებს საჯარო სკოლების თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას. ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ადგილიბრივი თვითმმართველობის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდთან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტ ენტონი ველჩერთან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანთან ერთად დაესწრო.

საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 78 საჯარო სკოლას საქართველოს რეგიონებში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოსა და კახეთის სკოლებში (სულ 13 სკოლა). საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი.

პროექტის შედეგად 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.