ახალი ამბები
როგორი ზაფხული გველის (პროგნოზი)
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე მეტი იქნება.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22; მთაში +18, +20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.


რაც შეეხება ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობას, (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-21) მომზადებული, 2019 წლების ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის
მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს
ეროვნული დროშა.
13:40 / 12.11.2019

წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს ეროვნული დროშა.

ქუთაისის
მერიამ ბოტანიკური ბაღიდან, წმ.
გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიამდე, მდინარე რიონზე,
ქვეითთა გადასაადგილებელი ხიდის მოწყობისთვის , საჭირო პროექტის
ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
12:23 / 12.11.2019

ქუთაისის მერიამ ბოტანიკური ბაღიდან, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიამდე, მდინარე რიონზე, ქვეითთა გადასაადგილებელი ხიდის მოწყობისთვის , საჭირო პროექტის ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს ეროვნული დროშა.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოსახლეობა დღეს პურს უფასოდ მიიღებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება.
ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ტყის მასივი იწვის.
სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს.
ქუთაისიპოსტთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქუთათელ-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს განცხადებაში, რომ ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დაკვეთით, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი რუსული პროპაგანდის ახალ „ღია ფაზაში“ გადასვლის ნიშნებს ხედავს.
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #161 კორპუსში  აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს,  გაზის მილი წყლის მილზე დააერთა.