2019 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დააკისრა.
აქედან 119 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში.
სააგენტოს ცნობითვე, 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა, ხოლო 2018 წელს კი 342 ექიმს.
„2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 300 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს.
2018
წელს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი
შესწავლილია 191 შემთხვევაში. 2018 წელს, პროფესიული განვითარების
საბჭომ 342 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 235
ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის
მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 105 ექიმს, სახელმწიფო
სერტიფიკატი გაუუქმდა 2 ექიმს“, - აღნიშნულია სააგენტოს სტატისტიკურ
მონაცემებში.
წყარო:interpressnews.ge
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები