ახალი ამბები
ქუთაისელი გოგონა შშმ პირთა საერთაშოირისო ფესტივალის გამარჯვებულია
FaceBook

გაიცანით – ამ ფირუზისფერ, ზღაპრულ კაბაში გამოწყობილი გოგონა მარიამია.

 

ცოტა ხნის წინ დარწმუნდა, რომ ოცნებები ხდება, და ეს ამბავი უნდა ყველას გაუზიაროს. 


მისი პირველი ახდენილი ოცნება მომღერლობაა, მეორე კი გამარჯვება.


8 წლის მარიამ კვესელავა ქუთაისში პირველად ჩატარებული შშმ პირების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

"ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად უნდა მემღერა. ბედნიერი ვარ და მინდა ყველა ბავშვი ასე რომ იყოს," – ამბობს მარიამი,

რომელმაც ქუთაისის ოპერის თეატრში გამართულ ფესტივალზე, პუბლიკისთვის  გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" შეასრულა.

ულამაზესი, თუმცა საკმაოდ რთული სიმღერის მომზადებაში მარიამს მამა დაეხმარა.


უსინათლო დავით კვესელავა თავადაც მღერის. გოგონაც მამის ნამღერს  ბავშვობიდან უსმენდა. 


"ერთხელად ამყვა და აღმოვაჩინეთ, რომ მარიამს ძალიან კარგი ხმა, სმენა ჰქონდა," – ამბობს დავით კვესიტაძე.


მას შემდეგ მამა– შვილი ერთად მღერის და ამბობენ, რომ  შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. 






"როდესაც ადამიანს რაღაც მიზანი ამოძრავებს, ამისათვის ძალიან ბევრსაც შრომობს, ოცნებები ყოველთვის ხდებიან.

ამას სულ ვასწავლიდი მარიამს და მიხარია, რომ მისი იმედები გამართლდა," - ამბობს დავით კვესელავა.


სრულყოფილ მომღერლად ჩამოყალიბებისთვის მარიამი მშობლებმა ვოკალისტთანაც მიიყვანეს და ამბობენ, რომ გოგონას მომავლის შექმნისთვის ყველანაირად დაეხმარებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.