მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რიონისპირა სახლების პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
თბილისურმა კომპანია შპს“კარკასმა“ ქუთაისში რეგისტრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს „ხუროს“ ერთლარიანი სხვაობით მოუგო. „კარკასმა“ პროექტის შედგენის ვალდებულება 799 999 ლარად აიღო.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის
პროექტირებაზე 944 000 ლარიანი ტენდერი 25 აპრილს გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის
მარცხენა მდებარე სახლებს ჩაუტარდება, შემდეგ სამუშაოები
კათოლიკურ უბანში გადაინაცვლებს, საბოლოო ჯამში კი მთელ ისტორიულ
ნაწილს მოიცავს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარია.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები