ახალი ამბები
ნანა კოსტავას მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრს ნანა კოსტავას მანადის დატოვების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია.
საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დეპუტატი საკრებულოში ჯერ  არ მისულა და შესაბამისად, მათთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი. 
თავად, ნანა კოსტავა ქუთაისიპოსტის  სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნანა კოსტავამ,  ჟურნალისტ სალომე ბარკერის მიმართ სიძულვილის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.

დეპუტატის  თქმით, არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.

როგორც კოსტავა იმედთან საუბარში ამბობს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით პირჯავრს იწერს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.  დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.

ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.