ახალი ამბები
ქუთაისში მოქმედი მედია დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებს
FaceBook
ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

ჟურნალისტები ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

,,ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,,ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდმარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლათფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.

დეპუტატის საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს,  აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს საკრებულო დატოვოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, მის მიერ დაწერილი პოსტის გამო.

ნიკა ლატარიას თქმით, გუნდში უკვე დაწყებულია მსჯელობა ამ საკითხზე და საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს საათებში, დღეებში მიიღებს.



ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.