ახალი ამბები
„მეწარმემ შრომის ინსპექტორში დამყაჩაღებელი არ უნდა დაინახოს“- კანონის განხილვა ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილ  ცვლილებებზე იმსჯელეს.


 


ცვლილების მიხედვით, შრომის ისნპექტორს წინასწარი გაფრთხილების  გარეშე უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს შეამოწმოს ინსპექტირებას დაქვემდებარებული ნებისმიერი საწარმო. მას ამისთვის არც სასამართლოს ნებართვა დასჭირდება.


კანონი დაჯარიმების მექანიზმსაც ითვალისწინებს. მეწარმე საწარმოს მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა,  100 ლარიდან 50 000 ლარამდე  დაჯარიმდეს.


კანონში შეტანილი ცვლილებები დამსაქმებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინეტრესებულ პირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და დევნილთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ  გააცნეს.


დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მეწარმემ შრომის ინსპექტორი რერპესიულ მექანიზმად არ აღიქვას, ამიტომ შემუშავებლი იქნა სანქციების სამ ეტაპიანი სისტემა.


„მეწარმემ ინსპექტორში დამყაჩაღებელი არ უნდა დაინახოს.  მას არ უნდა ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ ეს არის  რესპრესიული მექანიზმი. ამიტომ,  ჩვენ შევქმენით დაჯარიმების სამი პუნქტი: გაფრთხილება, დაჯარიმება და ყველაზე მძიმე სანქცია საწარმოო პროცესის შეჩერება, თუმცა, ეს მოხდება კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, კანონის ეფექტური მუშაობა თავიდან აგვაცილებს სამუშაო ადგილებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებსაც.


„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 2018 წლის საგაზაფხულო სესაიზე დაამტკიცა. კანონში შეტანილი ცვლილებები მიდმინარე წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან
პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
12:59 / 27.02.2026
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
22:30 / 26.02.2026
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.