ახალი ამბები
წყალტუბოში პრეზიდენტისა და პრემიერის დასახვედრად ემზადებიან
FaceBook
წყალტუბოში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ელოდებიან.

ქვეყნის პირველი პირები წყალტუბოს რეგიონულ ფორუმზე დასასწრებად ეწვევიან.

"სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგი" - ასე ქვია ფორუმს, სადაც საუბარი შეეხება რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკური სისტემაში ჩართვის გზებს.

ფორუმზე დასასწრებად მიწვეულნი არიან პარლამენტის დეპუტატები, ხუთი სამინისტროს მინისტრის მოადგილე, გუბერნატორები და მერები.

ფორუმზე სიტყვით წარსდგება ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, რომელიც ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალს შეაფასებს. ფორუმს ასევე დაესწრებიან ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები.

ორგანიზატორთა თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად წყალტუბო მისი განსაკუთრებული პოტენციალის გამო შეირჩა.

რეგინული ფორუმი 2018 წელს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ შეიქმნა და ის მეოთხედ ტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.