ახალი ამბები
წყალტუბოში პრეზიდენტს და პრემიერს ელოდებიან - რა იგეგმება ქალაქში
FaceBook
21 მაისს წყალტუბოში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.  

სალომე ზურაბიშვილი და მამუკა ბახტაძე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით დაგეგმილ ფორუმს დაესწრებიან. 

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, ასევე, მიწვეულნი არიან პარლამენტარები, სამინისტორების წარმომადგნელენი, მუნიციპალიტეტების მერები, გუბერნატორები და  მსხვილი ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში ან გააჩნიათ ბიზნეს ინტერესი ქვეყნის მიმართ.

ფორუმი ერთდღიანია და ის წყალტუბოში, ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტში (ყოფილი სამხედრო სანატორიუმი) გაიმართება. 

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა.
კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნია ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ წყალტუბოში დაგეგმილ ფორუმზე საუბარი იქნება  რეგიონალურ პოლიტიკაზე, მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დეცენტრალიზაციის კონტექსტში იქნება განხილული. 

"ფორუმზე განიხილება თუ რა სირთულეები და რა შესაძლებლობები გააჩნია რეგიონებს. წყალტუბო ამის კარგი მაგალითია. მუნიციპალიტეტი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ვერ განვითარდება, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი შემოსავლები. წყალტუბოში არსებობს ქონება, რომლის გამოყენება მნიშვნელოვანია  ქალაქის ეკონომიკის წინსვლისთვის. სწორედ ამ საკითხების განხილვა და მათზე დისკუსიაა  ფორუმის ამოცანა"- ამბობს ზაზა გაბუნია.

წყალტუბოში დაგეგმილი შეხვედრა რიგით მეოთხე ფორუმია. წელს პირველად, ფორუმში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელების გარდა, კერძო სექტორი მონაწილეობს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.