ახალი ამბები
მედიკამენტები 1 ლარად - სიახლეები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პოროგრამაში
FaceBook
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში იმ აფთიაქების ჩამონათვალი გაფართოვდა,  სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  უწყების მიერ განხორციელებული ახალი რეგულაციების თანახმად, უკვე  მთელი საქართველოს მასშტაბით,  ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ბენეფიციარებს შემდეგი აფთიაქები მიაწოდებს:  "PSP", "ავერსი", "ჯიპისი",  "ფარმადეპო",  "სახალხო აფთიაქი." 

"ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი,"-განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. 


პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მოსარგებლეები არიან: 

1. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. ბენეფიციარებს  მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. 

2. საპენსიო ასაკის მოქალაქეები.

3. მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები.

4.  პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

5. ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტმა ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს უნდა მიმართოს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. 


ამის შემდეგ, ბენეფიციარი მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს .


მედიკამენტის მისაღებად  პაციენტი  პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს მიმართავს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.