ახალი ამბები
"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები
FaceBook
ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე გაფიცული მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და ადამიანური პირობების შექმნაა.
ერთ-ერთი დასაქმებულის რომან კუპატაძის თქმით, ამ წუთებში მერიაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისინი პროტესტის გაგრძელებლას მანამ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

"სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გავჩერდებით. ვითხოვთ ხელფასების 50%-ით გაზრდას, იმიტომ რომ გვეკუთვნის. რაც შეეხება "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას, რომ გარე ძალების მიერ ვართ მართული, არაა მართალი. ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვაქვს და არ გვაინტერესებს არცერთი პარტია", - ამბობს რომან კუპატაძე.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს.  



ამავე თემაზე:

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახური განახორციელებს.
16:51 / 09.03.2026
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი,
მესამე საჩივარი წარუდგინა.
11:53 / 09.03.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.