ახალი ამბები
ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია ზესტაფონში- საკრებულოს თავმჯდომარე სკოლის პედაგოგებს არასამუშაო დღეს შეხვდა
FaceBook

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, იმედა ბებიაშვილთან ერთად,  კვირას, 12 მაისს პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრას მასწავლებლებთან ერთად სკოლის დირექტორიც   ესწრებოდა.


არსებული ინფორმაციით, არასამუშაო დღეს საკრებულოს თავმჯდომარის სკოლაში ვიზიტი,  მოახლოებული  არჩვნების წინ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას უკავშირდებოდა.


ვახტანგ ღამბაშიძის სკოლის პედაგოგებთან შეხვედრას არ უარყოფს ამავე დაწესებულების  დირექტორი იზა ღიბრაძე, რომელიც პარალელურად, ამავე შენობაში გახსნილი საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი კი, უბანზე მდივნის მოვალეობას ასრულებს.


იზა ღიბრაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კვირა დღეს კი სკოლაში იმიტომ იყვნენ, რომ უბანზე მორიგეობას ასრულებდნენ.


„კვირა დღე იყო, მაგრამ მე ხომ არ ვკითხავდი რატომ მოხვედით დღესთქვა?! მე შაბათსაც ვიყავი სკოლაში და ასე ვართ ამ დღეებში. არავითარი ორგანიზებული შეხვედრა არ ყოფილა.  ამავე სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ვარ, ჩემი ერთი პედაგოგი უბნის მდივანი  და მორიგეობას ვასრულებდით.  მოვიდნენ, დაათვალიერეს სამუშაოები, გაგვესაუბრნენ და წავიდნენ", - ამბობს იზა ღიბრაძე.


საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს,  რომ სკოლაში პედაგოგები ნამდვილად დახვდნენ,  თუმცა, მას ეს არ მოუთხოვია.


„როდესაც დავურეკე სოფლის დეპუტატს, მითხრა, რომ დამხვდებოდა სკოლის დირექტორი. მე არ მიმიცია  დავალება, რომ პედაგოგები დამხვედროდნენ. რატომ მოვიდნენ მაგას ვერ გეტყვით.
ალბათ,  სკოლის დირექტორმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა ყოფილიყვნენ იქ.  ვისაუბრეთ მშენებლობის მიმდინარეობაზე. მათთან ერთად იყვნენ  მშენებლებიც, ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებენ.  საარჩევნო თემაზე კონკრეტული საუბარი არ გვქონია. რადგან სკოლაში მიმდინარეობს რეაბილიტაცია და  ჩავთვალე საჭიროდ, რომ დამეთვალიერებია. ვერავის ვერ შევუთანხმებ იმას, სად და როდის მივალ.“,-ამბობს ვახტანგ ღამბაშიძე.


პირველი სვირის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი დღის წინ დაიწყო.    197 000 ლარად შეფასებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზმ ჯგუფი“  ასრულებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.