ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო (ფოტო)
FaceBook

GDG+-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, პროექტზე ნებართა 24 აპრილს მიიღო და ამჟამად წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საუბარია, 5-სართულიან (1 სართული მიწის ქვეში, 4 - მიწის ზევით), 103 ნომრიან, საშუალო კლასის სასტუმროზე, სადაც რესტორნები და გასართობი სივრცეები განთავსდება

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, დღევანდელი ხარჯთაღრიცხვით, 4,5 მლნ დოლარს შეადგენს.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს აუცილებლობა მგზავრთა ნაკადის მომატებამ გააჩინა. შესაბამისად, სასტუმრო ტურისტებს, ავიაკომპანიების თანამშრომლებსა და იმ მგზავრებს მოემსახურება, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეისებით სარგებლობენ.
ამასთან, სასტუმროს ტერიტორიაზე 155 მანქანისთვის გათვლილი საპარკინგე ადგილიც მოეწყობა.

„24 აპრილს მივიღეთ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა და უკვე დავიწყეთ მუშაობა. ტექნიკა მუშაობს, ტერიტორია შემოიღობება და რამდენიმე დღეში ფუნდამენტის ამოჭრას დავიწყებთ.სასტუმროს შენობა მიწის ზევით 4 სართული იქნება, თუმცა 1 სართული მიწისქვეშ განთავდება. ანუ, ჯამში 5 სართულიანია. პროექტით გათვალისწინებულია 103 ნომერი, თავისი დიდი რესტორნით, ბარით და გასართობი ზონით. ტერიტორიის ფართობი ჯამში, 7500 კვ.მ-ს შეადგენს“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს 15 ნომერი მაღალი კლასის იქნება, დანარჩენი კი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.

„სასტუმრო 3-ვარსკვლავიანია და აბსოლუტურად ყველა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც ტურისტებზე, ისე ავიაკომპანიების თანაშრომლებზე. წარმოიდგინეთ, ერთ თვითმფრინავზე მინიმუმ, 5 თანამშრომელი მოდის და მათ უწევთ ქუთაისსა და წყალტუბოში წასვლა, რომ სასტუმროში დაბინავდნენ“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

GDG+-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

წყარო: bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.