ახალი ამბები
"მოგიყვანეთ ოფისში ფაროსანები და ახლა მაინც დახოცეთ" – გოგი წულაია "სეს" –ის ხელმძღვანელებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატმა "სეს"-ის ოფისში ფაროსანები მიიყვანა. ამით მან ფაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად სოფლის ,მეუნრნეობის სამინისტროს უმოქმედობა გააპროტესტა. 

"მათ აქვთ ფაროსნის გასანადგურებელი მანქანები, მაგრამ უმოქმედოდ არიან. შარშან ფაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად 60 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ფაროსნების ნაცვლად ფუტკრები და ფრინველები განადგურდნენ. ფაროსანა კი თავს კარგად გრძნობს. ოფისში მოგიყვანეთ ფაროსნები და ახლა მაინც დახოცეთ",  - განაცხადა გოგი წულაიამ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის თქმით, გოგი წულაია აღნიშნული თემის პოლიტიზირებას ცდილობს. 

,,ჯერ ერთი,  50 მილიონი იყო გამოყოფილი ფაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად და არა 60 მილიონი.  30 ერთეულზე მეტი ტექნიკაა დღეს გასული იმერეთის რეგიონში, რათა უზრუნველყონ ფერომონების დამუშავება. იმერეთის მუნიციპალიტეტში სულ 13750 ფერომონია განთავსებული. ზესტაფონში 1620 ფერომონი უკვე განთავსდა. საღამოს 10-ის ნახევარზე ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თერმული მიწის დამუშავებას, ეს მოხდება იმის მიხედვით,  რა რაოდენობის მავნებელი გამოვა", –  განმარტა აზიურ ფაროსანას საწინაააღმდეგო ბრძოლის მართვის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.


აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.


ავტორი: ლილე ბერიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.