ქუთაისის მერიამ საპიარო რადიოგადაცემების მოსამზადებლად 7 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გადაცემეების სტუმრები უნდა იყვნენ მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, სამსახურის უფროსები, ასევე, ქუთაისელი პროფესორ-მასწავლებლები.
კონკრეტული გადაცემისთვის სტუმარი მერიასთან უნდა შეთანხმდეს.
მერიას უნდა შეუთანხმოს მიმწოდებელმა გადაცემების სათაური და
თემა. სტუმრები ძირითადად, პოლიტიკაზე, კულტურაზე, სპორტსა და
სოციალურ საკითხებზე ისაუბრებენ.
გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ უნდა გავიდეს.
თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთი.
მიმწოდებელმა გადაცემები უნდა დაარქივოს და დისკზე ჩაწერილი მერიას
გადასცეს.
ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ გადაცემის ბოლოს წამყვანმა
თქვას შემდეგი ფრაზა: „გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“.
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.




მასალის გამოყენების პირობები