ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გზების ორმოული შეკეთებისთვის ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ორმოული შეკეთებისთვის მერიამ 120`468 ლარი გამოჰყო.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აგრძელებს გზების ორმოულ შეკეთებას. ამ მიზნით, მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის წინადადების მიღება 12 აგვიტოს დაიწყება და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით  ორმოული შეკეთებისთვის მერიამ 120`468 ლარი გამოჰყო. სწორედ ამ თანხაზე არის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის  მითითებული თუ რომელ ქუჩაზე უნდა განხორციელდეს  გზების ორმოული შეკეთება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოები ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეასრულოს. 
ქუთაისის მერიამ გზების ე.წ. ორმოული  შეკეთებისთვის  501 987 ლარის ღირებულების ტენდერი  მიმდინარე წლის  დასაწყისში გამოაცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.