ახალი ამბები
ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბეების რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
კიბეები, გრანიტის ფილებითა და რკინის მოაჯირებით მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება განათებები.


ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბეების რეაბილიტაცია წლის ბოლომდე იგეგმება.  
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმავალი კიბეების სრული რეაბილიტაცია. მერიიდან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული კიბეები, გრანიტის ფილებითა და რკინის მოაჯირებით მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება განათებები.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბეების რეაბილიტაციისთვის 55 000 ლარი, ხოლო ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მიმავალი კიბეების რეაბილიტაციისთვის 262 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებისთვის ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. 
"კიბეები საჭიროებს რეაბილიტაციას, ასევე, ტურისტების ნაკადი ხშირად სარგებლობს ამ  კიბეებით, ამიტომ აუცილებელია ინფრასტრუქტურა გამართული იყოს, "- ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

ანა ჯანაშია



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ
იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი
წელი.
12:47 / 02.12.2025
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი.
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო
გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია,
სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
12:38 / 02.12.2025
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.