ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საზოგადოებრივი საპირფარეშოები აუქციონზე გაიტანა
FaceBook
ქუთაისის მერია საზოგადოებრივ საპირფარეშოებს იჯარის ფორმით გასცემს.
ქალაქში მდებარე ოთხივე საპირფარეშო მერიამ აუქციონზე უკვე გაიტანა.

ცენტრალურ ბულვარში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახიშვილისა და ავტომშენებლის ქუჩებზე მდებარე საპირფარეშოებს, მერია ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით გასცემს.

ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია.

დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის   განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახური განახორციელებს.
16:51 / 09.03.2026
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი,
მესამე საჩივარი წარუდგინა.
11:53 / 09.03.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.