ახალი ამბები
ქუთაისში გამორჩეული ქალების მემორიალური დაფა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლის წინ გამორჩეული და ცნობილი ქალების მემორიალური დაფა გაიხსნა.
ეს ქალებია: ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, თამარ წერეთელი, მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, კატო მიქელაძე, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, ნინო ტყეშელაშვილი, გოგუცა კუპრაშვილი, თამარ ბოლქვაძე, ფატო გოკიელი, თამარ გოკიელი, ოლია ოკუჯავა და მერი დავითაშვილი. 

ცერემონიას ქალაქის მერთან ერთად თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და საზოაგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ. ქალებს 8 მარტი მიულოცა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. 

"ცნობილი კურსდამთავრებულების მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელთაც ყველა სფეროში გამორჩეული წვლილი ყველა სფეროში.  ეს ხდებოდა მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალებს ჯერ კიდევ საბრძოლი ჰქონდათ ხმის უფლებისათვის. ისინი იყვენენ სათავეში იმ დემოკრატიული ტრადიციის, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაგრძელებთ და გვეამაყება. პირადად მე ძალიან მეამაყება. ამ სკოლას ამ ქალაქს ძალიან ჰქონდა გამორჩეული როლი", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი. 

ღონისძიება ფემინისტური ტურით ოპერის თეატრიდან დაიწყო და ის მუსიკალური ნომრით დასრულდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.