ახალი ამბები
რა წერია დასკვნაში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის ყოფილი ქარხნის შენობაზე დადო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. ავანგარდის დასახლებაში მდებარე  ყოფილი ქარხნის შენობაზე ექსპერტიზის დაკვნა "საქართველოს კულტურის პალატამ", კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღო.
"ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, შენობის კოლონების სწორხაზოვნება დარღვეული არ არის, რაიმე გრუნტის ჯდომა არ შეიმჩნევა, რკინა-ბეტონის ფორმებს ვიზუალურად სწორხაზოვნება დაკარგული აქვს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შენობის მდგრადობა დამაკმაყოფილებელია", - წერია სამხარაულის მიერ გაცემულ დასკვნაში. 

აღნიშნული დასკვნა დავით ოქიტაშვილმა მოგვაწოდა. რაც შეეხება "კონობას" კონცერტისთვის გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას, ოქიტაშვილის თქმით, ის თბილისში აქვს. 



ავანგარდის ყოფილი ქარხნის  მდგრადობის შესახებ დასკვნის წარმოდგენა "კულტურის პალატის" თავმჯდომარეს, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ მოსთხოვა. მათი თქმით, შენობა,  სადაც 8 მარტს კონცერტი უნდა ჩატარდეს, მდგრადობაზე შემოწმებული არ არის და ეს დოკუმენტი კონცერტის ორგანიზატორებს არც გასულ წელს ჰქონდათ, როცა  ამავე ქარხანაში ჯგუფ "კონობას" კონცერტი გაიმართა.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ ყოფილი ქარხნის შენობის  კულტურის პალატისთვის" უსასყიდლოდ გადაცემა გააპროტესტა და შენობის მდგრადობაშიც ეჭვი შეიტანა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ შენობაში სამხარაულის ექსპერტები მუშაობდნენ და დასკვნა რამდენიმე საათში იქნებოდა მზად.

"კულტურის პალატის" თავმჯდომარემ  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დღეს გაასაჯაროა.  

შენობაში 20:00 საათზე სტეფანე მღებრიშვილის  კონცერტია დაგეგმილი. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.