ახალი ამბები
სოციალურად დაუცველები სააღდგომო ნობათებს მიიღებენ
FaceBook
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათების დაარიგებს.

საამისოდ მერია 60 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება და დარიგება მის მიერ შერჩეული შენობიდან.
ნობათში მოთავსებული პროდუქტების ვარგისიანობის ვადა მიწოდების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 20 (ოცი) კალენდარული დღით.

ნობათი უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს: გაყინული ქათამი, შედედებული რძე, შაქარი, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი კვერცხი, პურის ფქვილი, პასკა.

ნობათები 1875 ბენეფიციარზე უნდა განაწილდეს.

ნობათების შესაძენად მერიამ 12018 წელს 49 980  ხოლო 2017 წელს 77030. ლარი დახარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.