ახალი ამბები
სოციალური საცხოვრისი, ასათიანის ქუჩა - რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა ქუთაისში
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, შესაძლო დანაშაულისა და კორუფციის ნიშნების შემცველი დოკუმენტაცია, პროკურატურას გადაუგზავნა.
ერთ–ერთი ასეთი საქმე ეხება ქუთაისში, 2017  წლის 1 ოქტომბერს  გახსნილ სოციალურ საცხოვრისს, რომლის მოწყობაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საცხოვრისში სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. გარდა ამისა, იკვეთება მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.

ანგარიშში ასევე საუბარია, ასათიანის ქუჩაზე 2018 წელს ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რისთვისაც ანგარიშის მიხედვით 168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დაიხარჯა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2015-2017 წლებში ქუთაისის მერიამ დასაბუთების გარეშე დახარჯა 715 600 ლარი გარე განათების ქსელის ექსპლუატაციისთვის.

კიდევ ერთი საქმე ეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტს, რომელმაც 2017 წელს შპს "ინდიკოს" გაფორმა ხელშეკრულება. ტენდერის მიხედვით, კომპანიას სამტრედიაში გზის საფარი უნდა დაეგო. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სავარაუდო გარიგების საფუძველზე სამტრედიის გამგეობამ ორ პრეტენდენტს "ინდიკოსა" და სს "არქეოპოლისს" შორის ხელშეკრულება შპს "ინდიკოს" გაუფორმა რაც 412.8 ათასი ლარით მეტი დაუჯდა.

აუდიტის სამსახურმა დარღვევები, ასევე, იპოვა წყალტუბოს, საჩხერის, რუსთავის, ხობისა  და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსურ დოკუმენტაციებში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.