ახალი ამბები
ქუთაისში მშენებლობაზე დასაქმებულმა შიმშილობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში,  მშენებლობებზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს. ერთმა  კი შიმშილობა დაიწყო. 

შპს "თი ემის" ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მოითხოვენ.

მუშების თქმით, კომპანია ჯერ დევნილებისთვის აშენებდა კორპუსს ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, რომელიც ამაჟამად შეჩერებულია. ახლა კი შსს-ს დაკვეთით, ნიკეაზე 11 სათულიან კორპუსს აშენებს თანამშრომლებისთვის. მუშების თქმით, კომპანიას ხელფასები აღნიშნულ მშენებლობაზეც გაუცემელი აქვს. 

"მესამე თვეა ანაზღაურებას არ მაძლევენ. მიზეზად ამბობენ, რომ დამკვეთისგან თანხები არ არის ჩარიცხული. თუკი დროულად არ მოხდება ხელფასების გაცემა, სხვებიც დაიწყებენ შიმშილობას," -  ამბობს აქციის მონაწილე სერგო ჭიქაბერიძე, რომელმაც შიმშილობა დილით დაიწყო.

აქციის სხვა მონაწილეების თქმით,  დეკემბერში, როდესაც ანაზღაურება მოითხოევს, კომპანიამ ხელფასის გაცემის დაპირება მისცათ. თუმცა, მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ყველა, ვინც ხელფასი მოითხოვა, სამსახურის გარეშე დარჩა. მუშების თქმით, "თი ემმა" მათ ადგილას სხვები დაასაქმა.  

შპს "თი ემში" ქუთაისიპოსტს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და გარკვების შემდეგ დაგვიკავშირდებიან. 

დევილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მშენებლობის საკითხი, მუნიციპალური განვითარების ფონდს ეხება, სადაც აცხადებენ, რომ ინფორმაციას მოიკვლევენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროში კი  აცხადებენ, რომ მათი ობიექტის მშენებლობა შეუწყვეტლივ მიმდინაროებს. 

"რაც შეეხება,  სამი თვე ხელფასების გაუცემლობას, ეს  არ არის სიმართლე, რადგან, სამი თვე არც არის რაც სამუშაოები დაიწყო", -  განმარტავენ უწყებაში.  

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის
პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს.
15:40 / 04.12.2021
ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს.
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს
წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე
ცნეს.
14:08 / 04.12.2021
ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმაცია უკვე ცნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.