ახალი ამბები
ჟვანიას სახელობის სკოლაში საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შესახებ პროექტი დაიწყო
FaceBook
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, "საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის" შესახებ ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 330-მდე წარმომადგენლი გაივლის.
ტრენინგ-კურსი 4 ნაკადად ჩატარდება.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროგრამით გათვალისწინებული სწავლება სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ საჯარო სკოლების ოპერირებასა და მოვლა-პატრონობასთან: კერძოდ, საჯარო სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განვითარებაში.

"ტრენინგ-კურსის მიზანია ყველა იმ სტანდარტის, ტექნიკისა და მექანიზმის გაცნობა, რომელიც საჭიროა ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ფუნქციის თითოეული კომპონენტის წარმატებით განსახორციელებლად და მისი მიზანია საჯარო სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი, მიმზიდველი გარემოსა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება", - ამბობენ სკოლაში. 

"საქართველოს საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის" პროექტში ჩართულია 127 სკოლა, 44 მუნიციპალიტეტი და 44 საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო" განათლების სამინისტროს მმართველობის ქვეშ შემავალ სიპებთან: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწუფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.