ახალი ამბები
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ექსპერტები დაიკითხნენ
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, ორი ექსპერტი დაიკითხა.
ექსპერტებმა, რომლებიც დასკვნის მომზადებაში მონაწილეობდნენ, განაცხადეს, რომ მერაბ კვირკაშვილს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და მას ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

საქმის პროკურორი ვალერი კუჭუხიძე შეეცდა ექსპერტებისგან პასუხები მიეღო,  დასკვნის მომზადების მომენტში, რატომ იხელმძღვანელეს საქმის ერთ–ერთი მოწმის მეორე ჩენებით, სადაც იგი საუბრობს ღია ფერის დაუდგენელ ავტომანქანაზე, რომელმაც მისი თქმით, კვირიკაშვილს საფრთხე შეუქმნა და მანევრის გაკეთება აიძულა და რატომ არ გაითვალისწინეს მისი პირველი ჩვენება, სადაც ის მსგავს გარემოებაზე არ საუბრობდა.

პროკურორის თქმით, რადგან საქმეში არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, ექსპერტებს ორი ალტერნატიული დასკვნა უნდა გაეცათ, რათა სასამართლოს დასკვნის გაკეთება გამარტივებოდა.

დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმე იმიტომ არ საუბრობდა პირველ ჩვენებაში საფრთხის შემქნელ ღია ფერის ავტომანქანაზე, რომ გამომძიებელს მისთვის ასეთი შეკითხვა არ დაუსვამს. დაცვის მხარის ადვოკატი ზახს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მოწმის პირველადი დაკითხვა მომხდარიდან ორ საათში ემოციურ ფონზე მოხდა.

საქმეზე პროკურატურა უკვე დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება. მომდევნო პროცესი 15 მარტს ჩაინიშნა, სადაც საქმის ერთ–ერთი გამომძიებელი უნდა დაიკითხოს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, პროკურატურა სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.

2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთ ავტომანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

ამავე თემაზე:

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ დარბაზი დატოვა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ექსპერტი დაიკითხა

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე თვითმხილველი და ორი გამომძიებელი დაიკითხა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან

ერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.